LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის დუმის არჩევნებში აფხაზები და ოსებიც მონაწილეობენ – ბიბილოვი მოსახლეობას მოუწოდებს, გამოავლინონ მაღალი პოლიტიკური კულტურა

71
1

“ჩვენი რესპუბლიკის ცხოვრების აბსოლუტურად ყველა სფეროში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რუსეთი გადამწყვეტ როლს ასრულებს. ჩვენ მადლიერები უნდა ვიყოთ რუსეთის და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის.” – აცხადებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და მოუწოდებს მოსახლეობას, მონაწილეობა მიიღონ რუსეთის ფედერაციის დუმის არჩევნებში. 

საარჩევნო პუნქტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში 17, 18 და 19 სექტემბერს იქნება გახსნილი.

როგორც ბიბილოვი აღნიშნავს, არჩევნებში მონაწილეობა იქნება მადლიერების გამოხატვა რუსებისთვის, რომლებმაც “ყველაზე რთულ პერიოდში, ფაქტობრივად, გადაარჩინეს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა”.

როგორც Ekhokavkaza წერს, ბიბილოვმა მთავრობის სხდომაზე მინისტრებსა და დეპარტამენტების უფროსებს მოუწოდა, განახორციელონ განმარტებითი სამუშაოები მათს გუნდებსა და მათს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში, სამხრეთ ოსეთისთვის ამ არჩევნების მნიშვნელობის შესახებ და ასევე მოუწოდა საზოგადოებას, გამოავლინონ ყველაზე აქტიური პოზიცია კენჭისყრის დღეებში.

ბიბილოვმა მიმართვის დროს ასევე აღნიშნა, რომ “რესპუბლიკის მკვიდრნი ყოველთვის გამოირჩეოდნენ მაღალი პოლიტიკური კულტურით”.

შეგახსენებთ, რუსეთის დუმის არჩევნებში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი მონაწილეობს, მათი უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეობის მფლობელიც არის.

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 10 საარჩევნო უბანზე დაიწყო არჩევნებზე კენჭისყრა, რომელიც სამი დღე – 17, 18 და 19 სექტემბერს გაგრძელდება.

საარჩევნო პუნქტები მდებარეობს ცხინვალში, ჯავაში, ზნაურში, ყვაისსა და ახალგორში, ასევე მე-4 რუსულ სამხედრო ბაზაზე.

mazda magti 5g