LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის ეკლესიაში აშშ-ის ატომურ დაბომბვას უმღერეს [ვიდეო]

949
rIxsg9TPZGJLNa0hV1ODJXwDAsy8xOTa4IlokhL1

„ატომური წყალქვეშა ნავითა და

ასობით მეგატონის სიმძლავრის

ათობით ბომბით

გადავკვეთე ატლანტიკის ოკეანე

და ვეძახი მემიზნეს,

დაუმიზნე, პეტროვ, ქალაქ ვაშინგტონს.

ვწუხვარ, კეთილო ამერიკავ,

მაგრამ ხუთასი წლის წინ შენ სულ ტყუილად აღმოგაჩინეს…

ტრუ-ლა-ლა ტრუ-ლა-ლა

3 რუბლად ყველაფერი შესაძლებელია

მოწინააღმდეგის

მიწის ნახევარი დაწვა“ – დაახლოებით ასე ჟღერს ქართულ თარგმანში სიმღერის ტექსტი, რომელიც რუსეთში, ისაკის საკათედრო ტაძარში  23 ნოემბერს ჩატარებული კონცერტის ბოლო აკორდი იყო.

დამსწრე საზოგადოებამ ნამღერს აპლოდისმენტები მიუძღვნა.

 

https://www.facebook.com/gennadiy.mokhnenko/videos/10213952903403507/

თუმცა, გამოჩნდნენ კრიტიკოსებიც: სიმღერაზე ყურადღება გაამახვილა პუბლიცისტმა და საზოგადო მოღვაწემ, დიაკვანმა ანდრეი კურაევმა. მან საინტერნეტო გამოცემა Laivjournal-ში გამოაქვეყნა პოსტი, სათაურით „პუტინიზმი ისაკის გუმბათის ქვეშ. ტერმინალური სტადია“.

“თავად სიმღერა ძველია, ის ანდრეი კოზლოვსკიმ 1980 წელს დაწერა და მაშინ საბჭოთა აგიტაციის სატირის ნიმუშადაც კი ითვლებოდა. თუმცა, დღეს მისი შესრულება, უკვე ხუმრობას აღარ ჰგავდა,” – წერს ის.

მას შემდეგ, რაც სიმღერამ ასეთი უარყოფითი გამოხმაურებაც გამოიწვია გუნდის ადმინისტრაციამ, სოციალურ ქსელში კომენტარი გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ეპოქალური სიმღერის ტექსტებს, არ ცვლიან.

„არ შეგვიძლია არ ვუპასუხოთ პოლიტიკური ანალიზის ოსტატებს: არ ღირს სერიოზული ჩარევა პუტინური თუ ანტიპუტინური კონცერტების თაობაზე მსჯელობაში. ეს თავისთავად შემზარავია. იმის გასაგებად, თუ რა იყო ჩვენს კონცერტზე, საკმარისია ორი რამის ცოდნა. ჯერ ერთი, სიმღერები, რომლებსაც ჩვენ ვმღერით, ეს არის ეპოქის დოკუმენტები, უნიკალური და საკმაოდ ორიგინალური. ცხადია, რომ ჩვენ არ ვცვლით ტექსტებს პოლიტკორექტულობისა თუ სხვა კონიუნქტურის გამო“.

***

20 თებერვალს, ფედერალური კრების წინაშე გამოსვლის დროს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ საშუალო და შორი რადიუსის მოქმედების რაკეტების შემცირების შესახებ შეთანხმებიდან გამოსვლის პასუხად, მოსკოვი გაშლის სარაკეტო სისტემებს, რომლებიც არა მხოლოდ შეიარაღებაზე იქნება დამიზნებული, არამედ აშშ-ისა და მოკავშირეთა ტერიტორიებზე განლაგებულ გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე.

პუტინმა ყურადღება გაამახვილა ახალ ჰიპერბგერით რაკეტაზე, 1000 კილომეტრზე მეტი ფრენის სიშორის „ცირკონზე“. სამხედრო უწყებაში ამტკიცებენ, რომ რაკეტა „ცირკონს“ შეუძლია მიზანს მიაღწიოს 5 წუთში, მაშინ, როცა ამერიკულ რაკეტებს მოსკოვამდე მისაფრენად სჭირდებათ 10 წუთი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g