LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის ეკონომიკა პუტინის 20-წლიანი მმართველობის მანძილზე ყველაზე მკვეთრ ვარდნას განიცდის – უკვე 30 მილიარდი დაიკარგა

98
-1x-1

რუსეთის ეკონომიკა, ვლადიმერ პუტინის 20-წლიანი მმართველობის მანძილზე, ყველაზე უარეს ვარდნას განიცდის. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს, რომელიც წერს, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან მხოლოდ პირველ 2 კვირაში, ქვეყანაში გამოშვება უკვე 2%-ით შემცირდა, რაც პანდემიური 2020 წლის მთლიან წლიურ ვარდნას უტოლდება. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის წლიური მშპ-დან, გასული წლის ფასებზე დაყრდნობით, $30 მილიარდი გაქრა. Bloomberg Economics-ის თავდაპირველი პროგნოზით, რუსეთის მშპ 2022 წელს დაახლოებით 9%-ით შემცირდება.

Bank of America-ს საბაზისო პროგნოზის მიხედვით კი, რუსეთის ეკონომიკა წელს დაახლოებით 13%-ით შემცირდება. ბანკში ამბობენ, რომ თუ რუსეთიდან ენერგიის შესყიდვები შეჩერდება, უფრო ღრმა კლებაც შესაძლებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g