LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის ელჩი აშშ-ში: შტატების გადაწყვეტილება, გააგრძელოს კიევისთვის მძიმე იარაღის მიწოდება, ვაშინგტონის, როგორც კონფლიქტის მონაწილის სტატუსს ამტკიცებს

56
9334CE08-79B2-4D99-801E-537BBAF380B9

აშშ-ში რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის განცხადებით, შტატების გადაწყვეტილება, გააგრძელოს კიევისთვის მძიმე იარაღის მიწოდება, ვაშინგტონის, როგორც კონფლიქტის მონაწილის სტატუსს ამტკიცებს.

მისი თქმით, მოსკოვი ამას თავისი სტრატეგიული ინტერესების პირდაპირ საფრთხედ აღიქვამს.

„ჩვენ ამას აღვიქვამთ, როგორც პირდაპირ საფრთხეს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებისთვის“, – განაცხადა ანტონოვმა.

მისი თქმით, აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების რისკს ზრდის.

„აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის სამხედრო პროდუქციის მიწოდება არა მხოლოდ ხანგრძლივ სისხლის ღვრას და ახალ მსხვერპლს იწვევს, არამედ ზრდის რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პირდაპირი სამხედრო შეტაკების საშიშროებას.“– განაცხადა ანატოლი ანტონოვმა.

აშშ უკრაინას 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

mazda magti 5g