LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის გენერალურმა პროკურორმა „ეხო მოსკოვი“ და „დოჟდი“ დაბლოკა

223
Untitled design - 2022-03-02T002938.815

რუსეთის გენერალურმა პროკურორმა დაბლოკა წვდომა ორ დამოუკიდებელ მედიასაშუალებასთან, „ეხო მასკვისთან“ და „ტვ დოჟდთან“ უკრაინაში შეჭრის შესახებ მათი გაშუქების სავარაუდო დარღვევების გამო.

განცხადებაში გენერალურმა პროკურორმა ორი გამოცემა „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დასაცავად სპეცოპერაციის ფარგლებში რუსი სამხედროების ქმედებებთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა“.

პროკურორის ინფორმაციით, „ეხო მასკოვი“ და „ტვ დოჟდი“ აქვეყნებენ ინფორმაციას, რომელიც მოუწოდებს ხალხს „ექსტრემიზმისკენ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიმართ ძალადობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მასობრივ დარღვევისკენ“.

რუსეთის ხელისუფლება კრძალავს მიტინგს ნებართვის გარეშე და შეიძლება ჩაითვალოს არაავტორიზებული აქციების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მაუწყებლობა ან გაშუქება უკანონო საპროტესტო აქციების ორგანიზებად.

შაბათს, რუსულმა კომუნიკაციების მარეგულირებელმა როსკომნადზორმა გააფრთხილა 10 ადგილობრივი საინფორმაციო საშუალება, რომ შეზღუდავს მათ პუბლიკაციებზე წვდომას, თუ ისინი ცრუ ინფორმაციის გავრცელებას არ შეწყვეტენ.

magti 5g