LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის ლიპეცკის ოლქში, დრონებით თავდასხმის გამო, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ოთხი დასახლების ევაკუაცია განხორციელდა – რა ინფორაციას ავრცელებს ადგილობრივი მედია

151
ლიპეცკი

„რუსეთის ლიპეცკის ოლქში, დრონებით თავდასხმის გამო, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ოთხი დასახლების ევაკუაცია განხორციელდა” – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფეთქებადსაშიში ობიექტების აფეთქების შედეგების აღმოსაფხვრელად ლიპეცკის მუნიციპალური ოლქის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ევაკუირებული იქნა დასახლებები : კოპცევი ხუტორი, ფედოროვკა, იაკოვლევკა და ტინკოვკა. მოსკოვის დროით, დაახლოებით ღამის 2:00 საათზე განგაშის წითელი დონე გამოცხადდა, თუმცა მოგვიანებით გაუქმდა და ამჟამად, ოლქის მტერ ტერიტორიაზე განგაშის ყვითელი დონე მოქმედებს.

მანამდე, ოლქის გუბერნატორმა, იგორ არტამონოვმა განაცხადა, რომ ლიპეცკზე დრონებით მასიური შეტევა განხორციელდა, რის შედეგაც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი დაზიანდა და ელექტრომომარაგებაში შეფერხება მოხდა.

ლიპეცკის ოლქი რუსეთის ევროპული ნაწილის ცენტრში, მოსკოვიდან 370 კილომეტრში მდებარეობს.

ქალაქი ლიპეცკი მეტალურგიული მრეწველობის და საავიაციო ცენტრად ითვლება. ქალაქის ცენტრიდან რვა კილომეტრში მდებარეობს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების აეროდრომი.

ფოტო: Reuters

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g