რუსეთის მასიური ტერორისტული დარტყმის შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება აღვადგინეთ, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის მიერ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმისა და უკრაინის ენერგოსადგურების დაზიანების შემდეგ, სიტუაციას ახლა ენერგეტიკოსები აკონტროლებენ.
„გასულ კვირას მასიური ტერორისტული დარტყმის შემდეგ ჩვენ ქვეყნის მასშტაბით აღვადგინეთ ელექტროენერგიის გამომუშავება და მიწოდება. დღეიდან ქვეყნის უმეტეს ოლქში მოქმედებს სტაბილიზაციის გრაფიკი. სიტუაციას აკონტროლებენ ენერგეტიკოსები.
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მონაწილეობდა უკრაინელების სახლებში სინათლის, წყლისა და სითბოს დაბრუნებაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.