LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსეთის მიერ კიევის დაჯგუფების გაყვანა არის მორიგი ფლიდობა” – გიორგი თავდგირიძე

134
1647690096_news_22086

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კიევის რეგიონებში საომარ მოქმედებებს „მკვეთრად შეამცირებს“ – ეს განცხადება რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრ ფომინმა გააკეთა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განაცხადა, რომ რუსეთმა ამ რეგიონებიდან ჯარები ნაწილობრივ გაიყვანა.

აღნიშნულ განცხადებას სამხედრო ექსპერტი, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მრჩეველი სამხედრო საკითხებში გიორგი თავდგირიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი შეფასებით, რუსეთს ამ ქმედებით გარკვეული ინტერესები ამოძრავებს.

“რუსეთის მიერ კიევის დაჯგუფების გაყვანა არის მორიგი ფლიდობა. მოლაპარაკება გაჯანჯლდება 6-7 დღე ( მაქსიმუმ), რაც დაჭირდება კიევიდან დონბასამდე ძალების გადასროლას, რის შემდეგ იქნება კონცენტრირებული დარტყმა დონბასში, რომელიმე მიმართულებაზე, სამხრეთ ფრონტზე, ხელსაყრელი თავდაცვითი ხაზების შესაქმნელად”,- აღნიშნავს გიორგი  თავდგირიძე.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები