LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის მიმართ სანქციურ ზემოქმედებას ჯერ პიკისთვის არ მიუღწევია – რონდელის ფონდის წამყვანი მკვლევარი

84
Untitled

„რუსეთის მიმართ სანქციურ ზემოქმედებას ჯერ პიკისთვის არ მიუღწევია“, – ამის შესახებ რონდელის ფონდის წამყვანმა მკვლევარმა მერაბ კაკულიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთისთვის ყველაზე მტკივნეული დარტყმა ნავთობპროდუქტებზე ემბარგოს დაწესება იქნება.

„ყველაზე მნიშვნელოვანი და რუსეთის ეკონომიკისთვის მტკივნეული გადაწყვეტილება, რომლისკენაც ლოგიკურად მიდის საერთაშორისო კონსოლიდაციის პროცესი, ის იქნება, როდესაც გამოცხადდება ემბარგო ნავთობპროდუქტებზე. ანუ, ამით რუსეთს შეეზღუდება საშუალება, რომ ყოველდღიურად დაახლოებით, 800 მლნ-დან 1 მლრდ დოლარამდე მიიღოს და ამით შეძლოს გარკვეული ნეიტრალიზაცია გააკეთოს იმ უარყოფითი შედეგების, რაც უკვე დაწესებულმა სანქციებმა ამ ქვეყანას მიაყენა. ანუ, მთავარი და ყველაზე უფრო მტკივნეული მაინც იქნება ემბარგოს გამოცხადება ნავთობპროდუქტების ექსპორტზე“, – აღნიშნა მერაბ კაკულიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

მისივე განმარტებით, ეს ძალიან სენსიტიური თემაა და ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს დასავლეთის საზოგადოებაში. „მაგალითად, იგივე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის წრეებში უკვე ინტენსიურად მიდის ამაზე საუბარი და სანქციების მეშვიდე პაკეტში ამ მიმართულებით იქნება სერიოზული ნაბიჯები გადადგმული“,- დასძინა რონდელის ფონდის წამყვანმა მკვლევარმა „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას.

ოლიგარქები, რუსეთის ეკონომიკის გარეშე არ არსებობენ, მათი შევიწროვების სტრატეგია სერიოზულ შედეგებს გამოიღებს – მერაბ კაკულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g