რუსეთის ომს კიდევ ორი ქართველი გმირი ემსხვერპლა – ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე დაიღუპნენ, ისინი ჭურვის აფეთქებას ემსხვერპლნენ.
მათი ცხედრები უკვე გადაასვენეს ექსპერტიზაზე.
„ქართული ლეგიონის“ მებრძოლები უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდნენ და ლეგიონის რიგებში ამ წლიდანვე ირიცხებოდნენ. ორივე მათგანი იყო 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე.
„იყვნენ ერთ-ერთი ყველაზე ძველი მებრძოლები, დაახლოებით 2014 წლიდან შემოუერთდნენ „ქართულ ლეგიონს“, 2014-15 წლები იყო.
მოხერხდა ცხედრები გამოყვანა, ამჟამად ექსპერტიზა უტარდებათ, მერე გადავასვენებთ დედაქალაქში და კიევიდან საქართველოში“. – ამბობს „ქართული ლეგიონის“ მეთაური, მამუკა მამულაშვილი.