LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის პრეზიდენტმა პირადად დაადასტურა რომან აბრამოვიჩის ჩართულობა უკრაინასთან მოლაპარაკების პროცესში: Financial Times

231
რომან აბრამოვიჩი

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა პირადად დაადასტურა რომან აბრამოვიჩის ჩართულობა უკრაინასთან მოლაპარაკების პროცესში. მათივე ცნობით, პუტინის თანხმობით, აბრამოვიჩი უკრაინის პრეზიდენტის ერთ-ერთ წარმომადგენელს შეხვდა, რათა მხარეებს შორის შემდგარიყო მოლაპარაკებები.

Financial Times დავით არახამიას განცხადებასაც ავრცელებს, სადაც ის ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის  მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დროს, გომელში აბრამოვიჩს შეხვდა.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ აბრამოვიჩი აქტიურად არის ჩართული მოლაპარაკებების პროცესში“, – განაცხადა არახამიამ „ფაინენშელ თაიმსთან“.

პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე, მიიღო თუ არა აბრამოვიჩმა ნებართვა თავად პუტინისგან. პესკოვმა ხუთშაბათს თქვა, რომ ბიზნესმენმა მონაწილეობა მიიღო მოლაპარაკებების ორგანიზებაში და დასძინა: „ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ მოლაპარაკების გუნდს – რუსებსა და უკრაინელებს შორის“.