LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის ქალაქ ყაზანში სკოლაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დროს 13 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, არიან ბავშვები

123
ყაზანი - თავდასხმა სკოლაზე

რუსეთის ქალაქ ყაზანში, 175-ე სკოლაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაღუპულია 13 ადამიანი, მათგან 1 სკოლის მასწავლებელი, სკოლის დარაჯი და  მოსწავლეები. როგორც რუსული მედია წერს, თავდამსხმელების სროლის დროს დაზარალდა  27  ადამიანი, მათ შორის, 21 სკოლის მოსწავლეა.

ამ დროისთვის 16 ადამიანი კლინიკებში არიან გადაყვანილნი, მათ შორის, 12 სკოლის მოსწავლე.

არსებული ინფორმაციით, სკოლაში ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა, ერთი თავდამსხმელი დაკავებულია, მეორეს კი – სავარაუდოდ, მძევლები ჰყავს აყვანილი.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g