რუსული პროპაგანდისტული მედია „რია ნოვოსტის“ თანახმად მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს ეყრნობა, აშშ საქართველოში „ფერად რევოლუციას“ ამზადებს.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური აცხადებს, რომ „მიღებული ინფორმაციით, თეთრი სახლი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში არსებული ვითარებით უკიდურესად უკმაყოფილოა“.
მათივე ინფორმაციით, ამისთვის ქართული პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები ხმის მიცემის პროცესს მჭიდროდ მონიტორინგისთვის, უამრავ მოხალისეს აგროვებენ.
როგორც რუსეთის დაზვერვის სამსახური აცხადებს, მათ [მოხალისეებს] ევალებათ გამოავლინონ და დააფიქსირონ ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების „გარდაუვალი ფაქტები“:
„თბილისის მაიდანზე“ კენჭისყრის დროს „გაყალბების მტკიცებულებების“ გამოქვეყნებას, არჩევნების შედეგების არაღიარების გამოცხადებას და ხელისუფლების შეცვლას მოითხოვენ. სამართალდამცავები პროვოცირებულნი იქნებიან პროტესტის ძალით ჩახშობისთვის.
ამავდროულად, ამერიკელები წინასწარ ამუშავებენ ვარიანტებს „დაუნდობელი“ პოლიტიკური და ეკონომიკური პასუხის გასაცემად ხელისუფლების მიერ „მოქალაქეების“ წინააღმდეგ ძალის „გადამეტებულ“ გამოყენებაზე“, – ამტკიცებს რუსეთის საგარეო დაზვერვა.
ასევე ირწმუნება, რომ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ შეუძლია მოსახლეობის დამაჯერებელი მხარდაჭერა მიიღოს, რადგან ოპოზიცია, ამერიკელების მცდელობის მიუხედავად, რჩება ფრაგმენტირებული, ხოლო სხვადასხვა ძალების მიერ შექმნილი კოალიციები – ძალიან მყიფე“.
„ეს, როგორც ისინი შიშობენ შეერთებულ შტატებში, მმართველ პარტიას ხელს შეუწყობს „განაგრძოს თავისი სუვერენული კურსი და უარი თქვას დასავლეთის მოთხოვნების შესრულებაზე, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
თეთრი სახლი მსგავს სცენარს მიუღებლად მიიჩნევს. ამერიკელები აპირებენ მასიურად გაზარდონ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე არჩევნებამდე დარჩენილი კვირების განმავლობაში, რათა მაქსიმალურად შეასუსტონ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პოზიციები“. – აცხადებს რუსეთის საგარეო დაზვერვა.