LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის საგარეო უწყება: უმთავრესი პრიორიტეტი ბირთვული სახელმწიფოების სამხედრო შეტაკების თავიდან აცილებაა

43
Untitled design (3)

ბირთვული ომის პრევენციის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართვას ავრცელებს. 

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უმთავრესი პრიორიტეტი ბირთვული ძალების სამხედრო შეტაკების თავიდან აცილებაა:

„როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი და ერთ-ერთი ბირთვული ძალა, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტრატეგიული სტაბილურობის განმტკიცების საკითხებში რუსეთის ფედერაციას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება.

ბირთვული შეკავების სფეროში პოლიტიკის განხორციელებისას, რუსეთი მკაცრად და თანმიმდევრულად ხელმძღვანელობს ბირთვული ომის დაუშვებლობის პოსტულატს –  რომ ამ დაპირისპირებაში არ შეიძლება იყოს გამარჯვებული და რომელიც არასოდეს უნდა გაჩაღდეს.

რუსული დოქტრინალური მითითებები ამ სფეროში უკიდურესად მკაფიოდ არის ასახული, ისინი წმინდა თავდაცვითი ხასიათისაა და არ იძლევა ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას. ბირთვული იარაღის გამოყენებით რეაქცია რუსეთს ჰიპოთეტურად ნებადართულია მხოლოდ WMD-ის გამოყენებით განხორციელებული აგრესიის ან ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით აგრესიის საპასუხოდ, როდესაც სახელმწიფოს არსებობას საფრთხე ემუქრება.

მტკიცედ გვჯერა, რომ მიმდინარე რთულ და ტურბულენტურ სიტუაციაში, რომელიც ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების შელახვისკენ მიმართული უპასუხისმგებლო და უსირცხვილო ქმედებების შედეგია, უპირველესი პრიორიტეტია ბირთვული ძალების სამხედრო შეტაკების თავიდან აცილება.

მოვუწოდებთ ბირთვული ხუთეულის სხვა ქვეყნებს, გამოავლინონ მზადყოფნა, იმუშაონ ამ პრიორიტეტული ამოცანის გადასაჭრელად და უარი თქვან ერთმანეთის სასიცოცხლო ინტერესების შელახვის სახიფათო მცდელობებზე“, – აღნიშნულია უწყების მიმართვაში.