LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის საგარეო უწყების მტკიცებით, აეროპორტში აშშ-ს საელჩოს თანამშრომლის ბარგში ჭურვი იპოვეს

104
1510071514_0_271_3202_2072_600x0_80_0_0_8d36524489001237c2fad20e7ff336c7

სერგეი ლავროვის უწყება შეერთებულ შტატებს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში აშშ-ს საელჩოს თანამშრომლის ბარგში ჭურვი იპოვეს. მათივე თქმით, შემთხვევა 9 მარტს დილით აეროპორტში შესასვლელ ტერმინალთან მოხდა.

უწყების ცნობით, შერემეტიევოს აეროპორტში მისულმა გამნაღმველებმა დაადგინეს, რომ მამაკაცს ჩემოდანში ნაღმის ცარიელი კორპუსი ჰქონდა, ანუ მასში ფეთქებადი ნივთიერება არ იყო.

ლავროვის უწყებაში აცხადებენ, რომ ამერიკის საელჩოს თანამშრომელს სამართალდამცველებმა ნაღმი ჩამოართვეს, თუმცა, ის არ დაუკავებიათ და ნიუ-იორკში გამგზავრების უფლება მისცეს.

საგარეო უწყების განცხადებით, დაკავებული ამტკიცებდა, რომ ცარიელი ჭურვი პირადი კოლექციისთვის შეიძინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g