LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთის სახალხო არტისტის სტატუსს სერიოზულად არ მივიჩნევ, ეს საბჭოთა გადმონაშთია“ – ჩულპან ხამატოვა

112
xamatova

თეატრისა და კინოს რუსმა მსახიობმა ჩუპლან ხამატოვამ ქვეყანა ცოტა ხნის წინ დატოვა. ის ერთ-ერთი პირველი იყო რუს არტისტებს შორის, ვინც პირველმა დაგმო ომი უკრაინის ტერიტორიაზე. ამჯერად კი ვრცელდება ხამატოვას ინტერვიუ, რომელიც მან ეკატერინა გორდეევას მისცა.

ხამატოვა ინტერვიუში სახალხო არტისტის წოდებასაც შეეხო და თქვა, რომ მსგავსი სტატუსი საბჭოთა გადმონაშთია.

„სიმართლე გითხართ, რუსეთის სახალხო არტისტის წოდება არასერიოზულად მიმაჩნია, ეს რაღაც საბჭოთა გადმონაშთია. ისიც არ ვიცი, რას გვაძლევს ის. მე ყველას ვუკრძალავ ასე მომიხსენიონ, ჩემთვის პროფესიული ჯილდო წოდებაში არ გამოიხატება“ – განაცხადა მსახიობმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები