რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში დონეცკის ოლქის რამდენიმე ქალაქი დაბომბეს. ამასთან, კრამატორსკის საქალაქო საბჭოს ოფიციალური „ტელეგრამის“ არხის ცნობით, რუსებმა იმავდროულად სარაკეტო იერიში მიიტანეს ქალაქ კრამატორსკზე.
მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსული არმია დონეცკის ოლქის საზღვრების გარღვევას 2022 წლის ბოლომდე გეგმავდა.
სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოლქის საზღვრის გასწვრივ დასახლებულ პუნქტებს 70-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი. დაბომბვის შედეგად დაზიანდა სკოლა და ელექტროგადამცემი ხაზი. მედიის ცნობითვე, რუსული ჯარები თავს დაესხნენ ნიკოლაევის რაიონის ოჩაკოვოს თემის აკვატორიას და სანაპირო ზონას.
უკრაინელებმა დონეცკში რუსების ბაზა გაანადგურეს – დაღუპულია 400 და დაჭრილია 300 ოკუპანტი
ახალი წლის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ქალაქ მაკეევკაში მდებარე რუსი სამხედრო მოსამსახურეების ბაზაზე შეტევა განახორციელეს.
პარალელურად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული სამხედრო ნაწილების კონცენტრაციის ადგილზე, სარაკეტო იერიში ხერსონის ოლქშიც განახორციელეს.
გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ რუსი სამხედროების, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებში 13 დარტყმა განახორციელა, ასევე ხუთჯერ დაბომბა საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციები.