LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის შეჭრა საქართველოსა და უკრაინაში ჩვენს უსაფრთხოებას ემუქრება – მაიკ პომპეო

mike pompeo

რუსეთის შეჭრა საქართველოსა და უკრაინაში აშშ-სა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოებასა და ცხოვრების წესს ემუქრება,- ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, პოლონეთში ვიზიტისას გააკეთა.

„ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომი მეხუთე წელია, გრძელდება. ეს ომი მან ევროპის მიწაზე წამოიწყო. ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით საფრთხეს, რომ რუსეთმა ერთ დღეს ფრონტის ხაზი პოლონეთშიც შეიძლება გახსნას. ამ საფრთხის გათვალისწინებით, ნატო-ს ალიანსი შეუცვლელია და იცავს ევროპის თავისუფალ ხალხებს. ახლა ევროპის თავისუფლების დაცვა ყველა მოკავშირის პასუხისმგებლობაა. რუსეთს ევროპაში დომინირების დიდი გეგმები აქვს, მოსკოვს სურს გავლენის აღდგენა მსოფლიო ასპარეზზე. ვლადიმერ პუტინს ნატო-ს დაყოფა, აშშ-ის დასუსტება და დასავლური დემოკრატიების დანგრევა სურს,“ – განაცხადა მაიკ პომპეომ.

მისივე თქმით, რუსეთის შეჭრა საქართველოსა და უკრაინაში, არაპროვოცირებული თავდასხმა უკრაინულ გემებზე შავ ზღვაში და ჰიბრიდული თავდასხმები მათ მოკავშირეებზე, საფრთხეს უქმნის ამერიკის უსაფრთხოებას და ცხოვრების წესს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g