რუსი პროპაგანდისტი ოლეგ გაზმანოვი გახარებულია რუსი დეპუტატების ინიციატივით, რომ მისი სიმღერები რუსეთის სკოლაში ისწავლებოდეს. გაზმანოვის თქმით, მისი სიმღერები, კომუნისტური სიმღერების მსგავსად, სამშობლოსადმი სიყვარულით არის გაჟღენთილი, რაც რუსული პატრიოტიზმის ასამაღლებლად მომღერალს საუკეთესო გზად მიაჩნია.
გარდა ოლეგ გაზმანოვისა, რუსეთის სკოლებში კიდევ ორი რუსი პროპაგანდისტის, ნიკოლაი რასტორგუევისა და შამანის სიმღერებს შეასწავლიან.