LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: „აზოვსტალის“ გვირაბებში აღმოჩენილი 152 „ბოევიკისა“ და სამხედრო მოსამსახურის ცხედრებს უკრაინას გადავცემთ

276
აზოვსტალი

„მარიუპოლში, „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნის მიწისქვეშა გვირაბებში, 152 „ბოევიკისა“და უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურის ცხედარი აღმოვაჩინეთ“, – რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.

მისი მტკიცებით, ცხედრების ქვეშ ოთხი ნაღმი აღმოაჩინეს.

„პროვოკაციის მიზანი ცხედრების განზრახ განადგურებაში რუსეთის დადანაშაულება და ამ გზით კიევის რეჟიმის და პირადად ზელენსკის პოლიტიკური რეპუტაციის გადარჩენა იყო.“– აღნიშნა იგორ კონაშენკოვმა.

როგორც იგორ კონაშენკოვმა აღნიშნა, სამხედროების ცხედრებს უახლოეს მომავალში უკრაინის წარმომადგენლებს გადასცემენ.

magti 5g