რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ უწყებაში სხდომას თავმჯდომარეობს.
აღნიშნული ვიდეორგოლი მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია შოიგუს შესაძლო ლიკვიდაციის ან ავადმყოფობის შესახებ.
გერაშჩენკო: პუტინისგან მკაცრი საყვედურის შემდეგ, შოიგუს ინფარქტი დაემართა
ვიდეოკადრებში შოიგუ აღნიშნავს, მისი უწყება შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის წინაშე ყველა სოციალურ ვალდებულებას სრულად ასრულებს.
„სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების გათვალისწინებით, მიმდინარე წელს აუცილებელია ჯარში პერსპექტიული შეიარაღების მიწოდების მოცემული ტემპების შენარჩუნება, მათ შორის, რობოტიზირებული კომპლექსების, საინფორმაციო უზრუნველყოფისა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების, ასევე, ბუნებრივია, როგორც ეს ყოველთვის იყო, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის“,- ამბობს შოიგუ.