რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფ დაჭრილ სამხედროებს, თვითგამოცხადებულ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადაიყვანენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ამავე ინფორმაციის თანახმად, რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ ამასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია, დამყარებულია ე.წ. სიჩუმის რეჟიმი და გახსნილია ჰუმანიტარული დერეფანი, რომლითაც დაჭრილ სამხედროებს გადაიყვანენ ნოვოაზოვსკში, რომელსაც ამჟამად რუსი სამხედროები და სეპარატისტები აკონტროლებენ.
მარიუპოლის ადმინისტრაცია: „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორია ცეცხლგამჩენი ან ფოსფორის ჭურვებით დაბომბეს
„აზოვსტალიდან“ 60 ადამიანის გამოყვანაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს: უკრაინის ვიცე-პრემიერი