უკრაინაში აფეთქებების ხმა კვლავ ისმის. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ძლიერი აფეთქება მოხდა ოდესის მექანიზებული ბრიგადის ყაზარმაში. ორი ძლიერი აფეთქება დაფიქსირდა კიევში, ხმა ისმის, ასევე, კრამატორსკში, ნიკოლაევში, ბერდიანსკში.
“დეილი მეილის” ინფორმაციით ჯერ დაუდასტურებელი ცნობები ვრცელდება იმის შესახებ, რომ რუსულმა ძალებმა ბორისპოლის პორტის აღება მოახერხეს.
სარაკეტო დარტყმები ხორციელდება სამხედრო ობიექტებზე მთელი უკრაინის მასშტაბით.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია ძლიერი ხანძრების შესახებ ნიკოლაევში, ხარკოვში სარაკეტო-საარტილერიო შეიარაღების საწყობი გაანადგურეს.