LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის უკანონო ქმედებებზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს – დავით ზალკალიანი

57

საქართველოს ხელისუფლებამ შეიტანა სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში და აუცილებელია, რუსეთისთვის იმ უკანონო ქმედებებზე, რომელსაც ჩადის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განუცხადა.

” ქართულ მხარეს მოლოდინი აქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო ყველა პროცედურის დაცვით განიხილავს ამ სარჩელს და მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას”,- განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, რომელიც არის პასუხისმგებელი ინსტიტუტი, ევროპულ სასამართლოში არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

magti 5g