LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა: დიმიტრი პესკოვი

81
დიმიტრი პესკოვი

„რუსეთის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა დასავლეთის მხრიდან მომდინარე ტყუილის გამო, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა“, – ამის  შესახებ კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. როგორც ტელეკომპანია „Россия 1“-ის ეთერში პესკოვმა აღნიშნა, მოსკოვისთვის მიღებული უსაფრთხოების გარანტიები ახლა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი გახდა.

„ორ ათეულზე მეტი წელია, ჩვენ მეთოდურად გვატყუებდნენ და ამ ტყუილის შედეგად მივედით სიტუაციამდე, როდესაც ჩვენი უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დადგა.

ყოველ ჯერზე, როდესაც პრეზიდენტი [ვლადიმერ პუტინი] საუბრობს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე, უსაფრთხოებაზე, ყოველთვის ემოციურია“, – განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი ხედავს რას აკეთებს ნატო, ხედავს მანევრებს ქვეყნის საზღვრებთან და დიდი რაოდენობის ტექნიკის მიწოდებას.

„ეს ტექნიკა შემოაქვთ საბერძნეთის გავლით. ის ხვდება უკრაინის ტერიტორიაზე, იქ შედიან სამხედრო ინსტრუქტორები, რომელთა რაოდენობა იქ უკვე რამდენიმე ათასია. ნატო თანდათან აღწევს უკრაინის ტერიტორიაზე და შემდეგ, ფაქტობრივად, დარჩება ამ პროცესის ფორმალიზება“, – განაცხადა პესკოვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g