უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას კულება ,,ტვიტერის” გვერდზე ავრცელებს.
,,ევროპაში გამარჯვების დღეს, მე და ენტონი ბლინკენმა უკრაინის გამარჯვების მოსაახლოებლად შემდგომ ნაბიჯებს კოორდინირება გავუწიეთ. რუსეთისთვის აშშ-ის ახალი, მკაცრი სანქციები ახლოვდება. განვიხილეთ უკრაინის სურსათის ექსპორტის განბლოკვისა და გლობალური სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზები”, – წერს კულება „ტვიტერზე“.