LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა აფხაზეთში ახალი „ელჩი“ დანიშნა

67
მიხაილ შურგალინი

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა აფხაზეთში ახალი „ელჩი“ დანიშნა.

რუსეთის ე.წ ახალი ელჩი აფხაზეთში მიხაილ შურგალინია.

შურგალინი რუსეთის მესამე „ელჩია“ აფხაზეთში. მანამდე ეს თანამდებობა ალექსეი დვინიანინს ეკავა.

დვინიანი ვლადიმირ პუტინმა თანამდებობიდან მარტში გაათავისუფლა.

როგორც რუსული მედია წერს, შურგალინი მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა, პასუხისმგებელი იყო აფხაზეთზე, აზერბაიჯანზე, სომხეთზე, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g