უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის რუსეთმა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, სასამართლომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ შეგროვებული მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია, რომ საქართველოს მოქალაქის, ალეკო ელისაშვილის, წინააღმდეგ განაჩენი გამოეტანა. ის დაუსწრებლად დამნაშავედ ცნეს „რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევაში, რაც შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობას გულისხმობს“.
რუსეთის სასამართლომ ელისაშვილს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, „სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით“.
მანამდე რუსეთმა ალეკო ელისაშვილი საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა.