რუსეთის ხელისუფლებამ ქერჩის სრუტეზე გამავალი ხიდის შესასვლელთან, რომელიც კრასნოდარის მხარეს ანექსირებულ ყირიმთან აკავშირებს სრული საპასპორტო კონტროლი შემოიღო.
Krym.Realii-ის ცნობით, ნახევარკუნძულისკენ მიმავალ მძღოლებსა და მგზავრებს საბუთებს უმოწმებენ.
როგორც ანექსირებული ყირიმის ე.წ. ტრანსპორტის მინისტრი, ალექსანდრე ოვდიენკო განმარტავს, გადაწყვეტილება სპეცსამსახურების მუშაობას უკავშირდება და რომ ისინი ანტიტერორისტულ საქმიანობას ახორციელებენ. არ არის დაკონკრეტებული, რას უკავშირდება ეს ოპერაცია.