„როიტერსის“ ინფორმაციით, რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და მედიის 61 წარმომადგენელს სანქციები დაუწესა.
როგორც რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, ქვეყანაში შესვლის აკრძალვა „რუსი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეების მიმართ აშშ-ის სანქციების მუდმივი გაფართოების“ საპასუხო ქმედებაა.
სანქცირებულთა შორის მოხვდნენ: ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი და ენერგეტიკის მინისტრი ჯენიფერ გრანჰოლმი. გარდა ამისა, სანქციები შეეხებათ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსებს, ავიაციისა და გემთმშენებელ კომპანიებსა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცალკეულ ოფიციალურ პირებსაც.
2 ივნისს, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ რუს ოლიგარქებსა და ელიტის წარმომადგენლებს მორიგი სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სიაში საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვაც მოხვდა.