რუსეთი ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობას სთხოვს.
ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ამან გააჩინა შიში თეთრ სახლში, რომ ჩინეთმა შესაძლოა რუსეთის დახმარება გადაწყვიტოს.
დასავლური მედიის ინფორმაციითვე, თეთრ სახლში იზრდება შეშფოთება ჩინეთის მოსკოვის მხარდაჭერის შესახებ.
„აშშ-ს სხვა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ იყო ნიშნები იმისა, რომ რუსეთს ეწურებოდა გარკვეული სახის შეიარაღება, რადგან უკრაინაში ომი მესამე კვირას უახლოვდება“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე
