LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთმა ჩვენი ქვეყანა ჰიბრიდული სტრატეგიის საცდელ პოლიგონად აქცია, ხვალ კი შესაძლოა, სხვაგანაც გამოიყენოს… ამ ეტაპზე უკრაინაში არჩევნების ჩატარების დრო არ არის!“ – სალომე ზურაბიშვილი

150
სალომე ზურაბიშვილი

„რუსეთმა ჩვენი ქვეყანა ჰიბრიდული სტრატეგიის საცდელ პოლიგონად აქცია. ის ამ მეთოდს არ იყენებს მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, იყენებს რუმინეთსა და მოლდოვაშიც, ხვალ კი შესაძლოა, სხვაგანაც გამოიყენოს“, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა მედიასთან განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, ამ ეტაპზე უკრაინაში არჩევნების ჩატარების დრო არ არის:

„რუსეთმა ჩვენი ქვეყანა ჰიბრიდული სტრატეგიის საცდელ პოლიგონად აქცია. ის ამ მეთოდს არ იყენებს მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, იყენებს რუმინეთსა და მოლდოვაშიც, ხვალ კი შესაძლოა, სხვაგანაც გამოიყენოს, და როცა უკრაინაში არჩევნებზე ვსაუბრობთ, ეს სწორედ ის გზაა, რომლითაც რუსეთი, რომელმაც ომი ვერ მოიგო და არც სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმატებაშია დარწმუნებული, შეეცდება უკრაინის დამორჩილებას. ასე რომ, ფრთხილად, არჩევნებთან, მოემზადეთ, მაგრამ ამ ეტაპზე უკრაინაში არჩევნების ჩატარების დრო არ არის!”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ჰიბრიდული სტრატეგია საფრთხეს წარმოადგენს და საერთო პრობლემაა.

„თუ ამას საქართველოში არ დაუპირისპირდნენ, ის შავი ზღვის გავლით სხვაგანაც გავრცელდება. გერმანიაც კარგად ხედავს, რომ ჰიბრიდული სტრატეგია აქაც საფრთხეს წარმოადგენს. ასე რომ, ჩვენ საერთო სამიზნე და საერთო პრობლემა ვართ”, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ასევეისაუბრა თბილისში მიმდინარე პროტესტზე.

„ქუჩაში ყოველდღე პროტესტია – ხალხის ნება სწორედ ახალი არჩევნების ჩატარებაა. და როცა არჩევნებამდე მივალთ, ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ ჩვენი მოთხოვნა უნდა იყოს მხარდაჭერილი. უნდა დაგვიჭირონ მხარი, როგორც ქვეყნის ლეგიტიმურ მხარეს, რადგან ლეგიტიმურობა ხალხის გარეშე არ არსებობს”, – აცხადებს ზურაბიშვილი.

🔹რუსეთმა ჩვენი ქვეყანა ჰიბრიდული სტრატეგიის საცდელ პოლიგონად აქცია. ის ამ მეთოდს არ იყენებს მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, იყენებს რუმინეთსა და მოლდოვაშიც, ხვალ კი შესაძლოა, სხვაგანაც გამოიყენოს, და როცა უკრაინაში არჩევნებზე ვსაუბრობთ, ეს სწორედ ის გზაა, რომლითაც რუსეთი, რომელმაც ომი ვერ მოიგო და არც სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმატებაშია დარწმუნებული, შეეცდება უკრაინის დამორჩილებას. ასე რომ, ფრთხილად, არჩევნებთან, მოემზადეთ, მაგრამ ამ ეტაპზე უკრაინაში არჩევნების ჩატარების დრო არ არის! 🔹თუ ამას საქართველოში არ დაუპირისპირდნენ, ის შავი ზღვის გავლით სხვაგანაც გავრცელდება. გერმანიაც კარგად ხედავს, რომ ჰიბრიდული სტრატეგია აქაც საფრთხეს წარმოადგენს. ასე რომ, ჩვენ საერთო სამიზნე და საერთო პრობლემა ვართ. 🔹ქუჩაში ყოველდღე პროტესტია – ხალხის ნება სწორედ ახალი არჩევნების ჩატარებაა. და როცა არჩევნებამდე მივალთ, ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ ჩვენი მოთხოვნა უნდა იყოს მხარდაჭერილი. უნდა დაგვიჭირონ მხარი, როგორც ქვეყნის ლეგიტიმურ მხარეს, რადგან ლეგიტიმურობა ხალხის გარეშე არ არსებობს. 🎙Voice of America Radio Free Europe/Radio Liberty

Posted by სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili on კვირა, 16 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g