უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინისთვის ბრძოლა არა მხოლოდ წააგო, მან თავისუფალ სამყაროსთან კავშირიც დაკარგა.
“ხარკოვმა ოკუპანტებისგან საშინელი დარტყმა განიცადა. რუსეთმა უკვე წააგო არა მხოლოდ ხარკოვისთვის ბრძოლა, არა მხოლოდ კიევისთვის და ჩვენი ქვეყნის ჩრდილოეთისთვის ბრძოლა, მან დაკარგა საკუთარი მომავალი და ყოველგვარი კულტურული კავშირი თავისუფალ სამყაროსთან”, – განაცხადა ზელენსკიმ.