LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა ჯიმ კერის ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

79
BeFunky-collage (2)

რუსეთმა კანადის 100 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ეს კანადის ხელისუფლების მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პრაქტიკაზე პასუხია.

„პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს მიერ სანქციების დაწესების უწყვეტი პრაქტიკის საპასუხოდ რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია კანადის ასი მოქალაქისთვის“, – აღნიშნეს რუსეთის საგარეო უწყებაში.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მათგანი ვინც, სასანქციო სიაში მოხვდა ცნობილი მსახიობი, კომიკოსი ჯიმ ქერია.

ცნობისთვის, მანამდე, კანადამ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დამატებით 500 მილიონი დოლარის გამოყოფისა და რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები