რუსეთმა ხარკოვის ფიზიკის ინსტიტუტზე მიიტანა იერიში, სადაც ექსპერიმენტული ბირთვული რეაქტორი იყო განთავსებული. როგორც უკრაინის ატომური ენერგიის მარეგულირებელი სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, დაზიანდა რეაქტორის „ნეიტრონების წყარო, რომელიც ენერგიისგან სრულად დაცლილია“. ამასთან, დაზიანებულია ელექტრონების ამაჩქარებელი და გაგრილების სისტემა.
როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, საარტილერიო შეტევის შედეგად გაჩენილი ცეცხლი ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელზეც გავრცელდა. ზარალის დასადგენად ექსპერტები მუშაობას აგრძელებენ.