LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საზღვაო ფლოტის, ახალი ბაზის შექმნაზე განაცხადა, თუმცა ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით“ – ვოლოდიმერ ზელენსკი

146
baza

„რუსი ტერორისტებისთვის ახლა ყირიმში არ არსებობს უსაფრთხოების ბაზა და სანდო ლოგისტიკური მარშრუტი… ჯერჯერობით, ყირიმსა და მის მიმდებარე წყლებზე ცეცხლის სრულ კონტროლს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ეს დროის საკითხია,“ – ამის თაობაზე უკრაინის პრეზიდენტმა ყირიმის პლატფორმის მეორე საპარლამენტო სამიტზე, ონლაინ გამოსვლისას განაცხადა. 

ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა საკითხსაც,  რომლის თანახმადაც, შავი ზღვის ფლოტის გემები დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ კი ოჩამჩირეში უნდა განათავსონ.

„ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო – საზღვაო ფლოტის ბაზა განთავსდება“ – ასლან ბჟანია

„რუსეთის საზღვაო ძალებს უკვე აღარ შეუძლიათ ოპერირება შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში და თანდათან გარბიან ყირიმიდან. ეს ისტორიული მიღწევაა.

ცოტა ხნის წინ რუსეთის ლიდერი იძულებული გახდა გამოეცხადებინა შავი ზღვის ფლოტის, უფრო სწორად მისი ნაშთების ახალი ბაზის შექმნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ანუ ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რაც შეიძლება შორს უკრაინული რაკეტებისგან და საზღვაო თვითმფრინავებისგან, მაგრამ ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით,“ – განაცხადა ზელენსკიმ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები