LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთმა, შესაძლოა, აშშ-ის მტრებს იარაღი მიაწოდოს… დაე, ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვას იმ სახელმწიფოების ობიექტები, რომლებიც კიევს იარაღს აწვდიან..“ – მედვედევი

205
დმიტრი მედვედევი

რუსული იარაღი შეიძლება მიეწოდოს შეერთებული შტატების ნებისმიერ მტერს, რაც უკრაინის შეიარაღებაზე სიმეტრიული პასუხი იქნება, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა განაცხადა, როდესაც აღნიშნულ საკითხზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მოსკოვი განიხილავს პასუხს რუსეთზე თავდასხმის მიზნით კიევისთვის იარაღის მიწოდებაზე.

„ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. დაე, ახლა შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა იგრძნონ საკუთარ თავზე რუსული იარაღის პირდაპირი გამოყენება მესამე მხარის მიერ“, – აღნიშნა მედვედევმა.

მისი თქმით ეს შესაძლოა, იყოს ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს მტრებად მიიჩნევს, „მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და საერთაშორისო აღიარებისა“.

„მათი მტერი შეერთებული შტატებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ჩვენი მეგობრები არიან. დაე, რუსული იარაღის გამოყენება ჯერ კიდევ დაუსახლებელი რეგიონების მიერ იყოს რაც შეიძლება დამღუპველი მათი და ჩვენი მოწინააღმდეგეებისთვის. დაე, ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვას იმ სახელმწიფოების მგრძნობიარე ობიექტები, რომლებიც კიევს იარაღს აწვდიან. ჩვენ კი გავიხარებთ ჩვენი იარაღის გამოყენებით მათი წარმატებული დარტყმებით ჩვენი საერთო მტრების წინააღმდეგ“, – აღნიშნა მედვედევმა.

შეგახსენებთ, მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მოსკოვმა, შესაძლოა, მსგავსი იარაღი მიაწოდოს სხვა ქვეყნებს დასავლეთის სამიზნეებზე დარტყმისთვის.

„თუ ვინმე თვლის, რომ შესაძლებელია საბრძოლო ზონაში ასეთი იარაღის მიწოდება, რათა ჩვენს ტერიტორიას დაარტყან და პრობლემები შეგვიქმნან, მაშინ რატომ არ გვაქვს უფლება მივაწოდოთ იმავე კლასის იარაღი მსოფლიოს იმ რეგიონებში, სადაც დარტყმები განხორციელდება იმ ქვეყნების მგრძნობიარე ობიექტებზე, რომლებიც ამას რუსეთთან მიმართებაში აკეთებენ“, – აღნიშნა პუტინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g