რუსეთმა შვეიცარიაში რეგისტრირებულ თვითმფრინავებს მის საჰაერო სივრცეში შესვლა აუკრძალა, – ამის შესახებ ნათქვამია ქვეყნის ფედერალური საავიაციო ორგანოს, „როსავიაციას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, ეს ნაბიჯი იყო შვეიცარიის მსგავსი ქმედების გამო, სამაგიეროს გადახდის ზომა.
შეგახსენებთ, შვეიცარიის პრეზიდენტმა იგნასიო კასისმა განაცხადა, რომ ნეიტრალური შვეიცარია, სავარაუდოდ, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება და რუსულ აქტივებს გაყინავს. სანქციები ასევე მოიცავს შვეიცარიის საჰაერო სივრცის დახურვას რუსეთისთვის.