LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა სირიას „С-300-ის“ სისტემის გადაცემის ფარგლებში 49 ერთეული ტექნიკა მიაწოდა

95

რუსეთმა სირიას „С-300-ის“ სისტემის გადაცემის ფარგლებში უკვე მიაწოდა 49 ერთეული ტექნიკა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე ქვეყნის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს განუცხადა.

„ჩვენ დავასრულეთ „С-300-ის“ კომპლექსის მიწოდება. ეს მოიცავს 49 ერთეულ ტექნიკას: განათების ლოკატორები, განმსაზღვრავი ძირითადი სისტემები, მართვის მანქანები და ოთხი საგამშვებო დანადგარი,“ – აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, სირიისთვის კომპლექსი სრულად არის მიწოდებული. შოიგუს ინფორმაციით, სირიელი სპეციალისტებისთვის მართვის სისტემის სწავლება უკვე დაიწყო, რასაც სამი თვე დასჭირდება. მისივე ინფორმაციით, სირიაში ერთიანი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შექმნაზე მუშაობა ამ თვეში დასრულდება. კონკრეტულ თარიღად მან 20 ოქტომბერი დაასახელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები