რუსეთმა სომხეთის სამხრეთ რეგიონში ორი დამატებითი სამხედრო ობიექტი განათავსა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტო წერს, რომ სამხედრო ობიექტები აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს მდებარეობს.
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, 102-ე რუსული სამხედრო ბაზის ობიექტები, სიუნიკის რაიონში განთავსდა და წარმოადგენს უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს არა მარტო რაიონისთვის, არამედ მთელი სომხეთისთვის.
გასულ თვეში კი, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ იგეგმება რუსული სამხედრო ბაზის ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით გაფართოება და აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს რუსული საჯარისო ნაწილების განთავსება.