LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა უკრაინაში სავარაუდოდ, ქიმიური იარაღის გამოყენება დაიწყო – რა ვიდეოს აქვეყნებს კიევის საპატრულო პოლიციის უფროსი

730
FORTUNA.GE (3)

რუსეთმა უკრაინაში სავარაუდოდ, ქიმიური იარაღის გამოყენება დაიწყო.

კიევის საპატრულო პოლიციის უფროსის ინფორმაციით, ოკუპანტებმა კრამატორსკში, გაეროს კონვენციით აკრძალული, ფოსფორის შემცველი საბრძოლო მასალის კვალი აღმოაჩინეს.

ალექსეი ბელოშიცკის განცხადებით, შემთხვევა დონეცკის ოლქში, ქალაქ კრამატორსკში დააფიქსირეს.

„ფოსფორის საბრძოლო მასალები კრამატორსკში. აკრძალვები და კონვენციები ცივილიზებული სამყაროსთვისაა..

შენ დაიწვები, როგორ იწვის ეს ფოსფორი“, – წერს ალექსეი ბელოშიცკი და ვიდეოს აქვეყნებს.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g