LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა უკრაინაში შეჭრიდან სულ რაღაც სამ თვეში, 24 მილიარდი დოლარი იშოვა

667
putineconomy

რუსეთმა ჩინეთისა და ინდოეთისთვის ენერგორესურსების მიყიდვით, უკრაინაში შეჭრიდან სულ რაღაც სამ თვეში, 24 მილიარდი დოლარი იშოვა.

ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. „ეს აჩვენებს, თუ როგორ ზღუდავს გლობალური ფასების ზრდა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის დასჯისკენ მიმართულ აშშ-სა და ევროპის მცდელობებს“, – წერს ცნობილი გამოცემა.

Bloomberg-ის ინფორმაციითვე, ჩინეთმა მაისის ბოლომდე, სამი თვის განმავლობაში, რუსული ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის შესასყიდად 18.9 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა, რაც თითქმის ორჯერ მეტია ერთი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ინდოეთმა კი იმავე პერიოდში 5.1 მილიარდი დოლარი დახარჯა, რაც ხუთჯერ აღემატება შარშანდელ მაჩვენებელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g