LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა უკრაინის ომში წვევამდელების ყოფნის ფაქტი აღიარა

108
რუსული ტანკი

რუსეთმა უკრაინის ომში წვევამდელების ყოფნის ფაქტი აღიარა. ინფორმაციას Reuters-ი რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, რამდენიმე რუსი წვევამდელი უკრაინულმა შეიარაღებულმა ძალებმა დაატყვევეს.

პუტინის პრესმდივან დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტო RIA-მ განაცხადა, რომ პუტინმა უბრძანა სამხედრო პროკურორებს გამოეძიებინათ და დაესაჯათ ის თანამდებობის პირები, რომლებიც არ დაემორჩილნენ მის მითითებებს წვევამდელების ოპერაციიდან გამორიცხვის შესახებ.

„სამწუხაროდ, უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციაში ჩვენ რამდენიმე წვევამდელის ყოფნის ფაქტი აღმოვაჩინეთ. პრაქტიკულად ყველა ასეთი ჯარისკაცი უკვე გაყვანილია“, – აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და პირობას დებს, რომ მსგავსი ფაქტის განმეორებას თავიდან აიცილებს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უარყო უკრაინაში მიმდინარე ომში წვევამდელი ჯარისკაცების ჩართვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტში მხოლოდ პროფესიონალი ჯარისკაცები იღებენ მონაწილეობას.

mazda magti 5g