LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთმა უნდა მიიღოს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, უკრაინაში რუსული აგრესია უნდა დასრულდეს“ – ემანუელ მაკრონი

105
ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პლატფორმა X-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ „რუსეთმა უნდა მიიღოს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, უკრაინაში რუსული აგრესია უნდა დასრულდეს და ასევე უნდა დასრულდეს გამჭიანურებელი განცხადებები“.

„სამშაბათს ჯიდაში შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის შეხვედრაზე მიღწეული პროგრესის შემდეგ დღეს ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და შემდგომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს. რუსეთმა ახლა უნდა მიიღოს ამერიკულ-უკრაინული წინადადება 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე. უკრაინაში რუსული აგრესია უნდა დასრულდეს. დარღვევები უნდა დასრულდეს. ასევე უნდა დასრულდეს გამჭიანურებელი განცხადებები.

ამ ხუთშაბათს, პარიზის შეხვედრაზე შეიარაღებული ძალების ორმოცამდე შტაბის უფროსი შეიკრიბა. ხვალ, პრემიერ-მინისტრ სტარმერთან, პრეზიდენტ ზელენსკისთან, და ყველა ჩვენს პარტნიორთან ვიდეოკონფერენციით გავაგრძელებთ მუშაობას უკრაინის მხარდაჭერისთვისა და მყარი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის“, – წერს მაკრონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g