LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთმა ვერ განახორციელა ხარკოვის ოპერაცია, მაქსიმალურად ვზღუდავთ და ვანადგურებთ რუსულ შენაერთებს“ – ზელენსკი

150
BeFunky-collage - 2024-06-09T015547.595

რუსეთმა ვერ განახორციელა ხარკოვის ოპერაცია, მაქსიმალურად ვზღუდავთ და ვანადგურებთ რუსულ შენაერთებს, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ოპერაციის ჩავარდნა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა.

„ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია ის, რომ რუსეთის არმიამ ხარკოვის ოპერაცია ვერ განახორციელა. ჩვენ ახლა მათ შეძლებისდაგვარად ვაკავებთ და ვანადგურებთ რუსულ შენაერთებს, რომლებიც შემოდიან ჩვენს მიწაზე და ატერორებენ ხარკოვის რეგიონს“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები