უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს ბრძოლის ველზე ისეთი დანაკარგი აქვს, რომ უკვე აღარ იცის, სად ითხოვოს დახმარება. როგორც ზელენსკი განმარტავს, ამის მიუხედავად უკრაინას მოდუნების უფლება არ აქვს.
მისივე თქმით, უკრაინა მტკიცედ უნდა იდგეს, რათა გაიმარჯვოს და მიაღწიოს ქვეყნისთვის დამსახურებულ სამართლიან მშვიდობას.
ზელენსკი: ჩვენ გავიმარჯვებთ, მე ამის მჯერა.. თავიდან ავაშენებთ უკრაინელების თითოეულ სახლს
„შეიარაღებული ძალები ვაჟკაცურად დგანან და კრეატიულად. ჩვენ მტერს ისეთ დარტყმებს ვაყენებთ, რომ უკვე აღარ იცის, სად ეძებოს რეზერვი, დახმარება, მაგრამ მოდუნების უფლება არ გვაქვს. რუსეთი ამისთვის ათწლეულების განმავლობაში ემზადებოდა. მათ მნიშვნელოვანი სამხედრო რესურსი დააგროვეს ბოროტებისთვის, მეზობლების დაპყრობისთვის და უკრაინის, ევროპის განადგურებისთვის. ამიტომ, მტკიცედ უნდა ვიდგეთ, უნდა ვიბრძოლოთ, რომ გავიმარჯვოთ, რომ მივაღწიოთ უკრაინისთვის დამსახურებულ მშვიდობას, სამართლიან მშვიდობას. ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის უსაფრთხოების გარანტიებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.