LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთს დღეს ტანკი არ სჭირდება, თავად ებრძვით ერთმანეთს, ეს ყველაზე დიდი საჩუქარია პუტინისთვის, შეჩერდით, გთხოვთ: ლიეტუვის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე

96
a576ed5f9da38b777b1aca98690ff7e7-XL

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას მიმართავს.

“გაერთიანდით ახლა, სანამ გვიანი არ არის, უკვე გვიანი იქნება, როდესაც კვლავ დაინახავთ ტანკებს თქვენს ქუჩებში და პრობლემა ის არის, რომ რუსეთს დღეს ტანკი არ სჭირდება, თქვენ თავად ებრძვით ერთმანეთს, ეს ყველაზე დიდი საჩუქარია პუტინისთვის. შეჩერდით, გთხოვთ!”, – განაცხადა  თავის ქართველ კოლეგასთან ნიკოლოზ სამხარაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი განცხადებით, დღეს კავკასიის რეგიონში საკმაოდ რთული ვითარებაა და დასავლეთს სჭირდება საქართველო, როგორც ლიდერი, იმისთვის, რომ რეგიონის სტაბილურობა უზრუნველყოს.

„ჩემს კოლეგასთან მქონდა საკმაოდ კარგი საუბარი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებასთან დაკავშირებით. შემიძლია ვთქვა, რომ ახლა საქართველოსთვის ჩნდება შესაძლებლობის ფანჯარა, ვაშინგტონში პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის პირობებში და ახალი ევროკავშირის ახალი ენერგიით, რომელიც ფოკუსირებულია დემოკრატიებზე. მსურს, რომ საქართველო იყოს ჩემპიონი ამ რეგიონში, იმიტომ, რომ საქართველო არის ამ პოლიტიკის მატარებელი შუქურა კავკასიაში. თქვენ გაქვთ საკმაოდ რთული ვითარება კავკასიის რეგიონში და იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ მზად, რათა რეგიონის სტაბილურობის პროცესში წვლილი შევიტანოთ, გვჭირდება საქართველო, როგორც ლიდერი, როგორც ჩემპიონი. სწორედ ამისთვის საჭიროა, რომ შიდასახელმწიფოებრივ დონეზე ვითარების დეესკალაცია მოახდინოთ, გამონახოთ დიალოგის გზები. რის თქმასაც ვცდილობთ და რაც იქნება გამეორებული ყველა დონეზე, ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრისა და პრეზიდენტის დონეზე, რომლებიც შეიძება ჩამოვიდნენ საქართველოში არის ის, რომ ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ ამ პროცესში ჩვენი ისტორიული გამოცდილებით. გთხოვთ, გააკეთეთ ყველაფერი შესაძლებელი გაერთიანებისთვის! ხვალ თქვენ აღნიშნავთ კონსტიტუციის დღეს, ასევე, ახლოვდება ოკუპაციის 100 წლისთავი, მოდით, აღვნიშნოთ ეს დღეები, როგორც გაერთიანებისა და დიალოგის დღეები. ვიმედოვნებ, რომ ორივე მხარე საკუთარ თავში იპოვის ძალას ამის გასაკეთებლად,“- განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g