LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთს ფინეთის საზღვრისკენ სარაკეტო თავდაცვითი სისტემები გადააქვს – ფინური მედია

161
rusetifineti

რუსეთს ფინეთის საზღვრისკენ სარაკეტო თავდაცვითი სისტემები გადააქვს – ინფორმაციას ფინური მედია ავრცელებს. მედიაში ვრცელდება ვიდეომასალა, სადაც ასახულია როგორ უახლოვდება ორი სამხედრო ავტომობილი საგზაო ნიშანს, სადაც ჰელსინკის მიმართულებაა აღნიშნული. უფრო კონკრეტულად, ფინეთის საზღვრის მიმართულებით ორი ერთეული სანაპირო დაცვის მობილური სისტემა „კა-300პე“, იგივე „ბასტიონ პე“ გადაადგილდება.

ფინური მედიის ვარაუდით, ქვეყანაში ნატო-ში გაწევრიანების შესახებ დებატების დაწყების შემდეგ, მსგავსი ვიდეოების გავრცელება შეიძლება გახშირდეს, რაც ფინეთის და ფინელების პირდაპირ თუ ირიბად დაშინებას ისახავს მიზნად.

რუსული სამხედრო ტექნიკის განლაგება ხდება მას შემდეგ, რაც ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა იმედი გამოთქვა, რომ მთავრობა „ზაფხულის შუა რიცხვებისთვის დაასრულებს დისკუსიას“ ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ. საპასუხოდ, კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ეს ნაბიჯი უსაფრთხოების მდგომარეობას ევროპაში „არ გააუმჯობესებს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g