LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთს ომამდე არსებული რაკეტების 45% აქვს დარჩენილი: ვადიმ სკიბიცკი

66
საბრძოლო მასალა

„რუსეთს ომამდე არსებული რაკეტების 45% აქვს დარჩენილი“, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვა ავრცელებს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ვადიმ სკიბიცკის განაცხადებით, განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა „ისკანდერებთან“, „კალიბრებთან“, X-22 და S-300 რაკეტების მარაგთან დაკავშირებით.

უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთს ასევე „კინჟალის“ ტიპის რაკეტების სიმცირეც აქვთ.

ჩვენი გათვლებით, მათ დარჩათ არაუმეტეს 45% რაკეტებისა, რომლებიც მათ ომის დაწყებამდე ჰქონდათ. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა „ისკანდერებთან“ დაკავშირებით, მათ დარჩათ დაახლოებით 20%, რაც ჰქონდათ და შესაძლოა, ნაკლებიც. მათ უკვე აქვთ მაღალი სიზუსტის იარაღის ნაკლებობა. ყველა ნორმატიული დოკუმენტის მიხედვით, მათ უნდა ჰქონდეთ 30%-ის რეზერვი, ზოგიერთი ტიპის რაკეტებისთვის კი, უკვე თითქმის არ არის. მაგალითად, იგივე „ისკანდერებისთვის.

ცოტაა, 30-40 ცალი. ეს ის ნიმუშებია, რომლებიც პირველად შევიდნენ შეიარაღებაში. არ მომხდარა მათი მასობრივ წარმოება. ისინი მათ იყენებდნენ, ეფექტური იარაღია, მაგრამ გამოიყენება ძალის დემონსტრირებისთვის“, – ამბობს სკიბიცკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g