LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთს რაღაცის გაკეთება სურს, უნდა ბარბაროსობის შეჩერება. უკრაინას ეს ომი არასდროს არ უნდა დაეწყო“ – დონალდ ტრამპი

664
დონალდ ტრამპი - ვოლოდიმირ ზელენსკი

საუდის არაბეთში შეერთებული შტატებისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრას, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დადებითად აფასებს. მისი განცხადებით, უკრაინას ომი არასდროს უნდა დაეწყო.

„შეხვედრა ძალიან კარგი იყო. რუსეთს რაღაცის გაკეთება სურს, უნდა ბარბაროსობის შეჩერება. ჩვენ გვინდა ამ ომის დასრულება. ვფიქრობ, რომ მაქვს ძალა, დავასრულო ეს ომი. დღეს გავიგონე: „აჰ, ჩვენ არ მიგვიწვიეს“. კარგი, სამი წელია იქ ხართ. სამი წლის განმავლობაში უნდა დაგესრულებინათ. არასდროს არ უნდა დაგეწყოთ ის. შეგეძლოთ გარიგება დაგედოთ“, – აღნიშნა ტრამპმა მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, მისი თქმით, უკრაინაში ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი 4 პროცენტამდე დაეცა.

„ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც არ გვქონია უკრაინაში არჩევნები, სადაც ჩვენ გვაქვს საომარი მდგომარეობა, სადაც უკრაინის ლიდერს, ძალიან არ მომწონს ამის თქმა, მაგრამ მისი რეიტინგი ოთხ პროცენტამდე დაეცა“, – აღნიშნა ტრამპმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g